ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნო

ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 000 დოლარის ჯარიმა დაეკისრება, თუმცა შესაძლოა, მას მაქსიმალურზე ნაკლები პატიმრობა მიესაჯოს, რადგან ეს მისი პირველი დანაშაულია.

ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს „კოლტის“ ტიპის რევოლვერის შეძენისას, ოფიციალურ დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკებს აღარ მოიხმარდა. მის წინააღმდეგ წარდგენილი კიდევ ერთი ბრალდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. აშშ-ის ფედერალური კანონის თანახმად, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები