“მოვა დრო, ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას ევროპარლამენტის არჩევნებში; ქართული საზოგადოებაც იქნება იმ ღირებულებების მხარდამჭერი, რომელიც დღეს აქტუალურია ევროპაში” – არჩილ თალაკვაძე
“ევროპარლამენტის არჩევნებმა გამოხატა ევროპელი ხალხის ნება, მათი დამოკიდებულებები და ცხადად გამოჩნდა, რომ განვითარებულ დემოკრატიებში, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში მოქალაქეებმა პირდაპირ დაუჭირეს მხარი იმ პოლიტიკურ პარტიებს და ჯგუფებს, რომლებიც მოქალაქეებს აძლევენ უსაფრთხოების და მშვიდობის გარანტიებს, აძლევენ გარანტიებს უფრო ძლიერი სუვერენიტეტისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.
“მოვა დრო, ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას ევროპარლამენტის არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოებაც იქნება იმ ღირებულებების მხარდამჭერი, რომელიც დღეს აქტუალურია ევროპაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.