“ევროსაპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ატარებს” – ზარქუა

“ევროსაპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება სწორ, პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, როცა აქცენტირება ხდება ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენი მოსახლეობის მისიებისა და ამოცანების, დაკვეთების შესრულებაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.

“იმ სახელმწიფოებში, სადაც აქცენტი კეთდებოდა ეროვნულ ინტერესებზე, მმართველმა პარტიებმა გაიმარჯვეს, ხოლო იქ, სადაც ხდებოდა უცხოური დაკვეთების შესრულება, მოცემულობაა, რომ იქ პირწმინდად დამარცხდნენ – ესენია ევროპის დიდი სახელმწიფოები, საფრანგეთი, გერმანია” , – განმარტა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები