“ქუჩის არეულობას და მაიდნის ინსცენირებას ხომ სჯობს, არჩევნებზე თუ გაქვს რესურსი, მოხვიდე, გაიმარჯვო და შემდეგ ნებისმიერი კანონი შეცვალო” – გამსახურდია

“კი ბატონო, თუ რამე არ მოგწონთ, მოდით, რა, ამ ქუჩის არეულობას და ამ რაღაც მაიდნის ინსცენირებას, რომელიც გამორიცხულია, ბუნებაში არ მოხდება, ხომ სჯობს, არჩევნებზე თუ გაქვს რესურსი, მოხვიდე, გაიმარჯვო და შემდეგ ადგე, ნებისმიერი კანონი შეცვალო”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში “იმედი live” ისაუბრა.

გამსახურდიამ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების შეფასებისას აღნიშნა, რომ ის დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში არც დაწყებულა და არც დამთავრდება.

„ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობა არ დაწყებულა დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში და არც მისით დამთავრდება. მას უფრო ღრმა საფუძვლები აქვს საქართველოს ისტორიაში და მე მგონია, რომ კეთილგონიერი ხალხი გამოჩნდება, რომლებსაც ეყოფათ საღი აზრი. არ მინდა დეტალებზე საუბარი, საქართველოს რა ამაგი და რა სიკეთე აქვს გაკეთებული თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე, არ მინდა სამსახურების სპეციფიკაში, სიღრმეებში წავიდე. თავდაცვის სფერო ხომ ისედაც ჩვენთვის ნათელია, ყველამ ვიცით და შეგვიძლია, ვისაუბროთ, მაგრამ საეთერო არ არის რა კეთდება სამსახურების მხრიდან, რა უნდა გაკეთდეს და გაკეთდება კიდეც. რაზეა საუბარი, მაგრამ არ მგონია, რომ მაგ სიღრმეებისკენ უფრო წავიდნენ”, – აღნიშნა გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები