„ამერიკაში ეგონათ, რომ დაუქნევდენ თითს საქართველოს, უსაყვედურებდენ; ეს რომ არ გაკეთდა, ამან გამოიწვია რეაქცია, რომ სახეს კარგავს ქვეყანა” – პეტრე მამრაძე

„ამერიკაში ეგონათ, რომ ახლა დაუქნევენ თითს საქართველოს, უსაყვედურებენ, მიუთითებენ, რა უნდა გაკეთდეს და გაკეთდება. და ეს რომ არ გაკეთდა, ამან გამოიწვია რეაქცია, რომ სახეს კარგავს ქვეყანა. არ დაასახელეს დასანქცირებულების გვარები. რატომ? თვითონ არ უნდათ, იკავებენ თავს, იმიტომ რომ ის ადამიანები გამოვლენ, მოითხოვენ დასაბუთებას”, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში “იმედი live” ისაუბრა.

“საერთოდ, ვიცით, რომ უსამართლობის ნიაღვარი მოდის ეს წლები. როცა სააკაშვილის დროს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები წერდნენ, რომ საქართველოს საერთოდ აღარ ჰყავს სასამართლო, რომ ის არის პროკურატურის ფილიალი, როცა სტრასბურგის სასამართლომ გამოუტანა განაჩენი სააკაშვილის რეჟიმს, რომ სასამართლო შეკრულია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პარლამენტთან და სამივე ერთად ფარავს დანაშაულებს – მაშინ არავინ დასანქცირდა. როგორც კი საქართველოს სასამართლოს რეიტინგი მსოფლიოში იყო დასახელებული უფრო და უფრო მაღალ პოზიციებზე, მაშინ მოხდა დასანქცირება”, – განმარტა მამრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები