ჭავჭავაძეზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 პირი დაშავდა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად, ხუთი პირი დაშავდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები