“მიხეილ სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთის კონკურენტები არიან” – ზარქუა

“მიხეილ სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთის კონკურენტები არიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “ქრონიკაში” ისაუბრა.

“ბელადი ხედავს, რომ ის გვერდზე გასწიეს და ერთ დროს მოღალატის ეპითეტით შემკული ქალბატონი ამათთვის საყვარელი და ევროპული ყაიდის პოლიტიკოსი გახდა.

მას რომ უწოდებდნენ მოღალატეს, რეზიდენტს, დასცინოდნენ, ეს ყველას მიავიწყდა. სინამდვილეში დაკვეთა მოვიდა მათი პატრონისგან, დონორებისგან, რომ სააკაშვილი წარსულია, უნდა გაერთიანდნენ მადამ პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ და იქნებ, ამით მაინც შეძლონ, გარდატეხა შეიტანონ ქართულ პოლიტიკაში. სააკაშვილს ეს ბუნებრივია, არ აწყობს და მან დაიწყო მოქმედება”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები