“უკრაინაში გაუქმებულია სიტყვის თავისუფლება, არ არსებობს მედია; მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს ყველა პარამეტრით” – ოდიშარია
“კიდევ უფრო მეტად არის თვალხილული შავი და თეთრი. [უკრაინა და მოლდოვა] ქვეყნები, რომლებიც, პრაქტიკულად, იხრჩობიან კორუფციაში. უკრაინაში გაუქმებულია სიტყვის თავისუფლება, არ არსებობს მედია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ისაუბრა.
“მოლდოვას, რა თქმა უნდა, მშვიდობას ვუსურვებ, მაგრამ ის დიდად ჩამორჩება საქართველოს ყველა პარამეტრით. აი, ასეთი მოცემულობის ფონზე იქნა მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით”, – აღნიშნა ოდიშარიამ.