“როცა ევროსტრუქტურებიდან მოლდოვასა და უკრაინაზე პოზიტიური იწერება და ასეთ პირობებში ხდება საქართველოს დაჩაგვრა, ორმაგ სტანდარტზეა საუბარი” – მათიკაშვილი
“ჩვენ არ ვართ ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი ჩვენი არცერთი პარტნიორისთვის, მაგრამ ჩვენ ვართ სამართლიანი მიდგომების მომხრე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
“როდესაც ევროსტრუქტურებიდან მოლდოვასა და უკრაინაზე პოზიტიური იწერება და ასეთ პირობებში ხდება საქართველოს დაჩაგვრა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ორმაგ სტანდარტებზე, არასწორ და ფსევდო მიდგომებზეა საუბარი”, – განმარტა მათიკაშვილმა.