მერია: სამტრედიაში სხვადასხვა მიმრთულებით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები.
მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მე- 6 ბაგა-ბაღში, ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, კულტურის ცენტრის, ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში
ხიდის და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის განკარულობით გამოყოფილი სახსრებით, მე-6 ბაგა-ბაღში სტიქიის შედეგად დაზიანებული ძველი, ამორტიზირებული სახურავი შეიცვალა თანამედროვე თუნუქის სახურავით.
ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ბაგა-ბაღში ფოიეს რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ტოლებში,
მდინარე ხევისწყალის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
რეაბილიტაცია უტარდება ხიდს, რაც ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა, სამუშაოები გეგმა გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები