ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სხვა ქვეყნებს დასავლეთზე დასარტყმელად იარაღი მიაწოდოს

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სხვა ქვეყნებს დასავლეთზე დასარტყმელად იარაღი მიაწოდოს, – ამის შესახებ მან სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა.

„თუ ვინმე თვლის, რომ შესაძლებელია საბრძოლო ზონაში ასეთი იარაღის მიწოდება, რათა ჩვენს ტერიტორიას დაარტყან და პრობლემები შეგვიქმნან, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება მივაწოდოთ იმავე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელდება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას რუსეთთან მიმართებით აკეთებენ“, – აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, რასაც ეს ქვეყნები აკეთებენ, არის პირდაპირი ჩართულობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში.

„რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედებები იქნება საბოლოო, მათ უკვე მიაღწიეს დეგრადაციის უმაღლეს დონეს, მაგრამ ეს მთლიანად გაანადგურებს საერთაშორისო ურთიერთობებს და ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას. რასაც ეს ქვეყნები აკეთებენ, არის პირდაპირი ჩართულობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმედოთ იმავე გზით“,- განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები