საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კანონის მიღებას მხარი დაუჭირა 138-მა დეპუტატმა, ხოლო 10 წინააღმდეგი იყო.

დღეს მიღებული კანონი ძალაში 2025 წლის პირველ ივლისს შევა.

ამასთან, უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი საფრანგეთში უცხოური ინტერესების წარმომადგენლებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ ეროვნულ რეესტრში. ის აძლიერებს ჩარევის ოპერაციების მონიტორინგს, სადაზვერვო სამსახურებს საშუალებას აძლევს, საეჭვო ონლაინაქტივობები ალგორითმული მონიტორინგის საშუალებით შეამოწმონ. ეს ინსტრუმენტი მხოლოდ ტერორიზმის პრევენციისთვის არის ავტორიზებული.

კანონი ითვალისწინებს უცხოური ჩარევის შემთხვევაში კონკრეტული პირის ან ორგანიზაციის აქტივების გაყინვას. უცხოური ინსტიტუტები, რომლებიც პოტენციურ სპონსორებად ჩაითვლებიან, არიან სახელმწიფოები, პოლიტიკური პარტიები ევროკავშირის გარეთ.

აღსანიშნავია, რომ კანონი მთავრობას ავალდებულებს, პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში საფრთხეების მდგომარეობის შესახებ, მაშინ როდესაც თავდაპირველად ანგარიშის წარდგენა ყოველ ორ წელიწადში იყო გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები