რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ არჩევნებში გადაწყვეტილება მიიღოს არა ქართველმა ხალხმა, არამედ, დასავლელმა პატრონებმა

“არჩევნებში გადაწყვეტილებას იღებს ქართული საზოგადოება. არჩევნების შედეგებს აფორმებს ის ამომრჩეველი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ არჩევნებში გადაწყვეტილება მიიღოს არა ქართველმა ხალხმა, არამედ, დასავლელმა პატრონებმა.

„პირველ რიგში, არჩევნებში გადაწყვეტილებას იღებს ქართული საზოგადოება. არჩევნების შედეგებს აფორმებს ის ამომრჩეველი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს რა ტრადიცია ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ არჩევნებში გადაწყვეტილება მიიღოს არა ქართველმა ხალხმა, არამედ, დასავლელმა პატრონებმა. ასე ამბობენ ხოლმე ისინი, როგორც წესი და მათთვის უფრო მნიშვნელოვანი არის არა საკუთარი ამომრჩევლების მხარდაჭერა, არამედ, მხარდაჭერა გარედან. ამითაც აჩვენებენ ისინი საკუთარ უსამშობლო ბუნებას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები