“ჩვენ ცალსახად ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ უფლებებს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში” – ავსტრალიის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში

ჩვენ ცალსახად ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ უფლებებს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ავსტრალიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჯეიმს ლარსენიმ განაცხადა.

მისი შეფასებით, რეზოლუცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება გლობალურ, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა წინაშე არსებულ გამოწვევას.

„ჩვენ ცალსახად ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ უფლებებს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვაღიარებთ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობით, ღირსეულ და შეუფერხებლად დაბრუნების უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება გლობალურ, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა წინაშე არსებულ გამოწვევას“, – განაცხადა ლარსენიმ.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები