“დევნილი მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ მათი პრობლემა მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნაზე განიხილება” – ილია დარჩიაშვილი
“რეზოლუციის მიღებით საქართველო საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს უმაღლესი საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგში”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა.
ილია დარჩიაშვილმა შეაფასა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია და ხაზი გაუსვა, რომ დევნილი მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ მათი პრობლემა მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნაზე განიხილება და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს.
“რეზოლუციით გაეროს გენერალური ასამბლეა ხაზს უსვამს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.