ჯო ბაიდენი საფრანგეთში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საფრანგეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება.
მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი საფრანგეთში ხუთ დღეს გაატარებს და ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.