“26 ოქტომბერს არჩევანი ხალხს აქვს ძალიან ცხადი და ზურაბიშვილმა ეს უფრო ცხადი გახადა, როცა ორჯონიკიძეების სია შეადგინა ომის ქარტიის სახით” – პაპუაშვილი
“26 ოქტომბერს არჩევანი ხალხს აქვს ძალიან ცხადი და სალომე ზურაბიშვილმა ეს კიდევ უფრო ცხადი გახადა, როდესაც ამ ორჯონიკიძეების სია შეადგინა ომის ქარტიის სახით”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არჩევანი სინამდვილეში არის ან ქართული ინტერესი, ან უცხო ქვეყნის ინტერესი.
“სხვა არჩევანი 26 ოქტომბერს არ იქნება. ამიტომ, ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, ჩვენ გვინდა – ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა, თუ ჩვენ გვინდა – გვყავდეს მარიონეტული რეჟიმი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.