“ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არც ერთი მეგობარი; ეს არის საბოლოო დასკვნა, რაც შეგვიძლია, გამოვიტანოთ გუშინდელი განხილვიდან” – პაპუაშვილი
“ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არც ერთი მეგობარი. ეს არის საბოლოო დასკვნა, რაც შეგვიძლია, გამოვიტანოთ გუშინდელი განხილვიდან”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, “ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში”.
“ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება, ადამიანს შეეყაროს, არ ვიცი. ჩვენ ასეთი შემთხვევები ვიცით ისტორიიდან და მაშინ ჩუმად ჩადიოდნენ სხვა გავლენიანი ქვეყნების დედაქალაქებში, სახეს იმალავდნენ, ღამით გადაადგილდებოდნენ, ჩუმად ჩაიპარებოდნენ, რომ რამენაირად საკუთარი ქვეყანა დაებეზღებინათ სხვა ქვეყნის მმართველებთან და მიეღოთ მხარდაჭერა იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე გაელაშქრათ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.