“როდესაც ნატოს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები ავღანეთში შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ, ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად წინა ხაზზე იბრძოდნენ” – პაპუაშვილი
“ქართველმა ხალხმა აირჩიოს – ჩვენ გვინდა, ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა თუ ჩვენ გვინდა, გვქონდეს მარიონეტული რეჟიმი”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ კონგრესში ანტიქართული განცხადებები გაკეთდა.
“სამწუხაროდ, ვიხილეთ ანტიქართული განცხადებების ნიაღვარი კონგრესში. ჩვენ 30 წელია, ამერიკელ ხალხს ვაჩვენებთ მეგობრობას და გვერდში დგომას. ჩვენ ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული და ქართველი ხალხი გვერდში დაუდგა მათ, მათ შორის, საერთაშორისო მისიებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მაშინ, როდესაც ნატოს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები ავღანეთში შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ გარეთ, ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად წინა ხაზზე იბრძოდნენ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.