“საქართველოს კურსს ადგენს და აფასებს ქართველი ხალხი და არა რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ ხელისუფლების წარმომადგენელი” – პაპუაშვილი

“რაც შეეხება ქვეყნის პოლიტიკას თუ საგარეო კურსს – ამას განსაზღვრავს და აფასებს ქართველი ხალხი”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არცერთი უცხო ხალხი ამას არ აფასებს.

“ეს ჰგონიათ ჩხიკვაძეებს და საბანაძეებს, ასეთ ორჯონიკიძეებს ჰგონიათ, რომ სხვა ქვეყანამ უნდა შეგვიფასოს – ჩვენ მოსაწონი კურსი გვაქვს თუ არამოსაწონი. საქართველოს კურსს ადგენს და აფასებს ქართველი ხალხი და არა რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ ხელისუფლების წარმომადგენელი”, – აცხადებს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები