ჯო ბაიდენი ტაივანში ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში ამერიკელი სამხედროების ჩარევას არ გამორიცხავს
ჯო ბაიდენი ტაივანში ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში ამერიკელი სამხედროების ჩარევას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა Time-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. მკაფიოდ გავაგებინე სი ძინპინს, რომ ჩვენ ვეთანხმებით წინა პრეზიდენტებთან ხელმოწერილ პოლიტიკას, რომ არ მივისწრაფვით ტაივანის დამოუკიდებლობისკენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ დავიცავთ ტაივანს, თუ ჩინეთი ცალმხრივად სტატუს კვოს შეცვლას შეეცდება. ამიტომ განვაგრძობთ შესაძლებლობების მიწოდებას. რეგიონში ჩვენს მოკავშირეებთან კონსულტაციები გავიარეთ“ – აღნიშნა მან ინტერვიუში.
ამასთან, კითხვაზე, ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში, გამოირიცხება თუ არა აშშ-ს ჯარების განთავსების შესაძლებლობა, ბაიდენი პასუხობს:
„არ გამოვრიცხავ შეერთებული შტატების სამხედრო ძალის გამოყენებას. არსებობს განსხვავება ადგილზე ძალების განთავსებას, საჰაერო ძალებს და საზღვაო ძალებს შორის და სხვა“.
აღსანიშნავია, რომ დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს დარტყმების განხორციელებას ფილიპინებზე ან იაპონიაში მდებარე ბაზებიდან, ბაიდენმა თქვა, რომ დეტალებში არ შევა.