“ჩვენ არავის ორიენტაციას არ ვეხებით, ეს კანონი საერთოდ არ არეგულირებს ამ საკითხებს” – ოდიშარია

“ჩვენ არავის ორიენტაციას არ ვეხებით. ეს კანონი საერთოდ არ არეგულირებს ამ საკითხებს”, – ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მმართველი გუნდის წევრმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტის დაინიცირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, კანონი მიმართულია იმისკენ, რომ ოჯახური ღირებულებები იქნეს დაცული, ასევე, მცირეწლოვან ბავშვთა უფლებები.

“ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის არის საქართველოს მტერი”, – აღნიშნა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები