“ენმ-ის მახასიათებელია ძალადობა და ძალადობის ფორმაა, როდესაც გამომძიებელს არ უშვებენ პროცედურების ჩასატარებლად და აქეთ საყვედურობენ, რომ გამოძიება არ ტარდება” – ხუნდაძე

“ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც მოძალადე პარტია თავისი ოფისის დარბევის პრეზენტაციას უკეთებს ელჩებს, ჯობს, რომ შეავსონ საინფორმაციო ველი და საკუთარი წარსულიც უამბონ, თუ რა ძალადობრივი წარსულით ფიგურირებდნენ ისინი პოლიტიკაში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

“ისინი ძალადობდნენ, როდესაც პოზიციაში იყვნენ და ძალადობენ, როდესაც არიან ოპოზიციაში. ასევე, მექნება სურვილი, რომ ელჩებმა ობიექტურად შეაფასონ. თუმცა, რა თქმა უნდა, იმას, რაც ოფისში მოხდა, სჭირდება გამოძიება. “ნაციონალური მოძრაობის” მახასიათებელია ძალადობა და ძალადობის ფორმაა, როდესაც გამომძიებელს არ უშვებენ პროცედურების ჩასატარებლად და აქეთ საყვედურობენ, რომ გამოძიება არ ტარდება”, – აცხადებს ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები