დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ლგბტ პროპაგანდაზე: საკანონმდებლო ჩარჩოში ნამდვილად არის მოსაქცევი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიცირებას გამოეხმაურა.

„საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურია, რადგან რასაც ჰქვია პროპაგანდა და უკავშირდება აღნიშნულ თემებს, ეს ნამდვილად არის საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევი. სწორედ დღეს იყო საბავშვო ბაღში რაღაც ამის გამოვლინებები – ბავშვები ათამაშეს და ცოტა მოვარდნილია და ეჭვს იწვევ, რომ რაღაც განზრახვით არის გაკეთებული“, – განაცხადა მამა ანდრიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ აინიცირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები