“ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, არ აკეთებს პრეზიდენტის განცხადებებს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის განცხადებები” – პაატა კვიჟინაძე
“სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, არ აკეთებს პრეზიდენტის განცხადებებს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის განცხადებები, რომ დააზიანოს მმართველი გუნდი და ქვეყანა”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
“როცა ჩვენ ეს კანონი მივიღეთ, იყო ევროპული ვარიანტი. არცერთ ოპოზიციონერს მხარი არ დაუჭერია და ყოველთვის აკრიტიკებდნენ. ჩვენ ვართ ამ კანონზე პასუხისმგებლები. 6 წელი გავიდა და შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეთ. მთავარი, რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს არის ის, რომ, ჩვენ არ ვეხებით მართვას”, – განმარტა კვიჟინაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.