დღეიდან, 4 ივნისიდან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ამოქმედდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას ხელი 3 ივნისს მოაწერა.
“ხელი მოვაწერე კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომლის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.