ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული კურსიდან აშორებს და შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია.
„ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ ზუსტად იმ საკითხით, რაც ახსენეთ, კერძოდ იმით, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული კურსიდან აშორებს და შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს. ეს ქმედებები რადიკალურად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან, რის გამოც ჩვენი ურთიერთობების გადახედვა დავიწყეთ და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ჩვენს პასუხს განვიხილავთ.
სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა. ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქმედებას საქართველოს მთავრობის ქმედებებზე. ჩვენ ახალი სანქციების პოლიტიკა გამოვაცხადეთ. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები და ამ საკითხს ასე დავტოვებ, თუმცა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ“, – განაცხადა მილერმა.