პრემიერის ანგარიში: შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ახალი დანაყოფი – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების დეტალურ ანალიზს

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ახალი დანაყოფი – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების დეტალურ ანალიზს, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა.

„საანგარიშო პერიოდში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ახალი დანაყოფი – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების დეტალურ ანალიზს, ე.წ. „შავი წერტილების“ იდენტიფიცირებასა და შემდგომში პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

28 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები