„ბატონი შალვა პაპუაშვილი დღეს მოაწერს ხელს და კანონი ამოქმედდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ლევან მაჭავარიანმა “ქრონიკას” გამჭვირვალობის კანონის შესახებ საუბრისას განუცხადა.
“პირველი დეკლარაციის შევსება „ენჯეო“ სექტორს სექტემბრის თვეში მოუწევს და მაშინ ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდება.
გამოაშკარავდება ის, თუ რა იყო ამ ისტერიის საფუძველი, რაც უკვე ფაქტობრივად, ორი თვის განმავლობაში გრძელდება. საზოგადოება თავისი თვალით იხილავს იმ შავბნელ საქმეებს, რაც არის დაფინანსებული რიგი „ენჯეოების“ მხრიდან“, – აღნიშნა დეპუტატმა.