“თაღლითების კუთვნილ ტელევიზიას თაღლითური სიუჟეტებიც კი აღარ გამოსდის და ძირითადად ოჯახის წევრების ბულინგზე და ფაშიზმზე არიან გადასულები” – მდინარაძე “ტვ პირველზე”
“მე შემეხებოდა, თავს ძალა დავატანე და “ტვ პირველის” სიუჟეტს ვუყურე, რომელიც ვერავინ გაიგო, რა მიზანს ისახავდა, ჩემს მშობლებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარდა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“რა საკარმიდამო მიწის დამალვა, რა ფეხსაცმელები, ან წერილობით განმარტებას რატომ არ კითხულობენ ეთერში სრულად, ზეპირად გკითხავენ და სპეკულაციურად ამონტაჟებენ, დედაჩემსაც კი მოუჭრეს, რაც არ აწყობდათ, მისწერ და ეთერში მხოლოდ ორ წინადადებას უშვებენ… სრულ ფაბრიკაციაში და მარაზმში იხრჩობიან.
მოკლედ, თაღლითების კუთვნილ ტელევიზიას თაღლითური სიუჟეტებიც კი აღარ გამოსდის და ძირითადად ოჯახის წევრების ბულინგზე და ფაშიზმზე არიან გადასულები.
სიუჟეტის მთავარ გამოწვევაზე კი მაინც აღიარებას ვამჯობინებ: ზუსტად ვერ ვადასტურებ, ბაბუაჩემ სოლომონ მდინარაძეს, რომელიც 1951 წელს არის გარდაცვლილი, რა ფორმით და საიდან ჰქონდა მიღებული ღვანკითის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ორი სიმინდის ყანა და სამი ვენახი. ამიტომ ვერ მოხვდა ის ჩემს დეკლარაციაში”, – წერს მდინარაძე.