საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა კვიპროსელები 2:0 დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა სტუმრად კვიპროსელები 2:0 დაამარცხა.

სამი ტურის შემდეგ, ოთხი ქულით, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა.

ინფორმაციისთვის, მომდევნო ტურში ქართველი ფეხბურთელები 4 ივნისს კვიპროსელებს თბილისში უმასპინძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები