“როგორც ჩანს, მარტო საქართველოში არ მოგვეჩვენა უცნაურად, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მინისტრები ჩამოვიდნენ ოპოზიციურ აქციებზე” – თალაკვაძე

“როგორც ჩანს, მარტო საქართველოში არ მოგვეჩვენა უცნაურად ის, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მინისტრები ჩამოვიდნენ ოპოზიციურ აქციებზე, დადგნენ და შიდაპოლიტიკურ საკითხებზე განცხადებები გააკეთეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

“ცალკეული პოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, ისინი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის თუ ოპოზიციურ მიტინგებს გულშემატკივრობენ, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი დასავლეთისა და სხვა სახელმწიფოების პოზიცია არის იგივე. კონკრეტულმა შემთხვევამ, როდესაც პარლამენტში საკმაოდ მკაცრი შეკითხვები და კრიტიკა ისმოდა, დაადასტურა იგივე, რასაც ჩვენ ვამბობდით”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები