სახალხო დამცველი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის შეხვდა

2024 წლის 30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის ეტიბარ ემინოვს და შეიხ თაიგ ნაბიევს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ტოლერანტულ გარემოს და სახალხო დამცველის საქმიანობას ქვეყანაში ტოლერანტული კულტურის დასამკვიდრებლად; განიხილეს მუსლიმური რელიგიური ნაგებობების საკითხი და სახელმწიფოს მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობა.
მხარეებმა ისაუბრეს ასევე, საქართველოში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები