შალვა პაპუაშვილი: არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას
არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.
„როგორ შეიძლება, რომ მას თუ მოსთხოვო იყოს გამჭვირვალე საზოგადოების მიმართ, ამის გამო ეს განვიხილოთ როგორც გარკვეული შეზღუდვა. კიდევ ერთხელ, არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ტყუილია, რომ აღნიშნული კანონი ფიზიკურ პირებს ეხება.
„ტყუილია, ვრცელდება მხოლოდ ორგანიზაციებზე, რომლებსაც 20 პროცენტზე მეტი დაფინანსება აქვთ უცხოეთიდან. იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად ან არ დარეგისტრირდება, ან არასრულ ინფორმაციას წარადგენს, მაშინ იუსტიციის სამინისტრო იწყებს მონიტორინგს, რომ დაადგინოს სიმართლე და ჭეშმარიტება რაში არის. ამ შემთხვევაში მას შეუძლია მიმართოს სხვადასხვა პირებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.