სოზარ სუბარი: საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ომის თავიდან აცილებამ და საზოგადოებაში სტაბილურობის განცდამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აფასებს. ომის აცილება, ხალხში სტაბილურობის განცდა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა – დეპუტატის თქმით, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
სოზარ სუბარის თქმით, ეკონომიკური ზრდა ხელფასებსა და პენსიებზე აისახება.
„ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ომის თავიდან აცილებამ და ზოგადად საზოგადოებაში სტაბილურობის განცდამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს ყველაფერი აისახება როგორც ხელფასების, ასევე პენსიების ზრდაზე“, – აღნიშნავს სუბარი.