„ნიჰილისტურად ნერგავენ ქვეყანაში, რომ საქართველოს კონსტიტუციას მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს პარლამენტის წევრის აზრს მნიშვნელობა” – თენგიზ შარმანაშვილი

„ნიჰილისტურად ნერგავენ ქვეყანაში, რომ საქართველოს კონსტიტუციას მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს პარლამენტის წევრის აზრს მნიშვნელობა არ აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც იქიდან გიკარნახებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

“ამას ნერგავდნენ წლების განმავლობაში და ამბობდნენ, რომ არავითარი სუვერენული მნიშვნელობა არ აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც გიკარნახებენ. ამას ნერგავდნენ წლები, რომ არავითარი ისეთი სუვერენიტეტი ჩვენ არ გაგვაჩნია, რომ საკუთარი მოსაზრებები, ან თუნდაც ჩვენი კონსტიტუცია იყოს ამოსავალი წერტილი და მამოძრავებელი დოკუმენტი, რომლის გარშემოც უნდა ვიყოთ ფორმირებული მთელის სახელმწიფო სტრუქტურები და ა.შ.“, – განმარტა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები