ლევან არველაძე: „პორტის მშენებლობას დიდი გავლენა ექნება მთელი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე“

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის, მიერ ანაკლიის პორტის პროექტში გამარჯვებული ჩინური კონსორციუმის გამოცხადების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა: ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ საქართველოში გრძელვადიანი და სანდო ეკონომიკური გარემოა.

„ანაკლიის პროექტის ტენდერის გამარჯვებული რამდენიმე დღეში გამოცხადდება, ჩინურმა კომპანიამ სრულად დააკმაყოფილა სატენდერო პირობები. გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებებს რამდენიმე თვემდე დასჭირდება. შედეგად დასაქმდება ათასობით საქართველოს მოქალაქე და ამ ყველაფერს დიდი გავლენა ექნება როგორც სამეგრელოს რეგიონის, ასევე მთლიანად საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა და აგრეთვე პასუხს სცემს იმ ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს, რომლებიც საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერებულია“, – განაცხადა ლევან არველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები