ოთარ შამუგია: „2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში“

„გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 5000-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდა. გასულ წელსვე, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად აიკრძალა ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2023 წელი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების კუთხითაც წარმატებული იყო. არსებულ მონიტორინგის ქსელს დაემატა 9 ახალი სადგური და დღეის მდგომარეობით უკვე 18 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გვაქვს. 2026 წლამდე სადგურების რაოდენობის 27-მდე გაიზრდება და საქართველოს ექნება სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები