„სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა“ – პაატა კვიჟინაძე „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე

„შავ და თეთრ ფულს“ საერთოდ არ ეხება ეს კანონი და კავშირი არ აქვს ფულის წასვლა-მოსვლასთან“, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით განაცხადა, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას.

„სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. რა მაქვს მხედველობაში? განხილვები დროში დაემთხვა გამჭვირვალობის შესახებ კანონს და იფიქრეს, რომ მუხტი აეწიათ. ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველ მოსმენაზე როცა პრინციპების დონეზე ხდება განხილვა, არც კომიტეტზე და არც სესიაზე ხმა არ გაუღია არავის, არც კომიტეტზე მეორე მოსმენის დროს. მაშინ როცა სესიაზე საკითხი დღის წესრიგში დადგა გამჭვირვალობის კანონპროექტის შემდეგ, ოპოზიციას მისცეს ინსტრუქცია და ყველამ ერთ ხმაში დაიწყო საუბარი. მათაც კი ამოიღეს ხმა, ვისაც ეკონომიკაზე სიტყვა არ უთქვამს არასდროს, დაწერილი ტექსტები წაიკითხეს“, – განმარტა კვიჟინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები