რატი ბრეგაძე – იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან პრემიერის შეხვედრაზე: მსგავსი შეხვედრები საჯარო მოხელეებთან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თანამშრომლებს ეძლევათ საკუთარი ინიციატივების გამოვლენის შესაძლებლობა

“პრემიერთან გაიმართა ძალიან საინტერესო დიალოგი. თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაესვათ ნებისმიერი შეკითხვა და მიეღოთ დასაბუთებული პასუხები”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძესთან იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების შეხვედრა შეაფასა.

“ზოგადად, მსგავსი ტიპის შეხვედრები საჯარო მოხელეებთან ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომლებს ეძლევათ საკუთარი ინიციატივების გამოვლენის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ისინი ყოველთვის იღებენ კონკრეტულ პასუხებს იმ საკითხებზე, რომლებიც მათი ინტერესის სფეროს შეეხება”, – განმარტა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები