კახა კალაძე: მივმართავ ქვეყნის მოსახლეობას – ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება და ღირსეულად შევიდეთ ევროკავშირში

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ გუშინ მიიღო.

მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ქვეყანა ყველა იმ უცხოური ძალების გავლენისგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.

„მინდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამოვეხმაურო. გუშინ პარლამენტმა ვეტო დაძლია და კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულია. მინდა, მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, არჩევნების გზით.

მეგობრებო, ეს არ არის პათეტიკური სიტყვები. დღეს, საქართველოს ბედი წყდება არა ხმლით, ან ტანკებით, არამედ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით განმტკიცებული გონივრული, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით.

გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში, ყველა იმ უცხოური ძალების გავლენისგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.

ბოლო თვეების მანძილზე ჩვენმა საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა იმ სცენარისგან, რაც სამწუხაროდ უკრაინაში განხორციელდა; რომ გავბედეთ და ყველას გასაგონად მოვითხოვეთ დასაბუთებული პასუხი, რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს, როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. პასუხი იყო ერთი – „იმიტომ“. ის, რაც ნებადართულია, მაგალითად, საფრანგეთისთვის (სადაც სულ ახლახან მიიღეს ანალოგიური კანონი), აკრძალული აღმოჩნდა ჩვენთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები