უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკზე რუსეთის მიერ თავდასხმას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაზიანებულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებიც. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქში სამი ბომბი ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ტორეცკის ჩრდილო-დასავლეთით, თავდასხმების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.