ესპანეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

ესპანეთის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო, ეს გადაწყვეტილება დღეს მინისტრთა კაბინეტმა მიიღო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ, ესპანეთთან ერთად, პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს ნორვეგიამ და ირლანდიამ.

„დღეს, როდესაც ნორვეგია ოფიციალურად აღიარებს პალესტინას, როგორც სახელმწიფოს, ეს არის ნორვეგიისა და პალესტინის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპი“, – აღნიშნა ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„მთავრობა პალესტინას სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს და დუბლინსა და რამალას შორის სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდა“, – ნათქვამია ირლანდიის მთავრობის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ 22 მაისს საჯაროდ განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად დღეს, 28 მაისს აღიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები