კომპოზიტორ მერი დავითაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორის მერი დავითაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის” ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობდნენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეები
საღამოს უძღვებოდა მუსიკოლოგი მარიკა ჩიჯავაძე.