საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის სასწავლო ცენტრებში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
„უკრაინის ტერიტორიაზე სწავლება ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც პრეზიდენტის მიერ 26 თებერვალს მოწვეული უკრაინის მხარდაჭერის კონფერენციის შემდეგ განიხილება. ეს არის მიმართულება, რომლის შესწავლა გრძელდება უკრაინელებთან ერთად, კერძოდ, მათი სპეციფიკური საჭიროებების გასაგებად“, – აცხადებენ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის.