ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაფაჰზე ისრაელის თავდასხმას ტრაგიკული შეცდომა უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გასულ ღამეს რაფაჰის ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმა ტრაგიკულად წარიმართა.

„ჩვენი მცდელობის მიუხედავად, რომ არ მიგვეყენებინა ზიანი ხალხისთვის, სამწუხაროდ, გასულ ღამეს ტრაგიკული შეცდომა მოხდა. ჩვენ ვიძიებთ ამ შემთხვევას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, გასულ ღამეს რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები