„ომს – მშვიდობა“ – ბესო ხვედელიძის ახალი კრებულის წარდგენა გაიმართება

30 მაისს, 16:00 საათზე, დიდუბეში, „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში  წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბესო ხვედელიძის ახალი კრებულის – „ომს – მშვიდობა“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ომს – მშვიდობა“ – წიგნი მწერლის ბოლოდროინდელ ნაწარმოებებს აერთიანებს. თითოეული მოთხრობა კონკრეტულ ადამიანთა ხსოვნას ეძღვნება. საერთო ჯამში კი, კრებული ავტორმა გარდაცვლილი მეგობრის, ირმა კახურაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
რედაქტორი: ოლიკო ცისკარიშვილი; ყდის დიზაინერი – ნიკა ხვედელიძე. წიგნს წარადგენს ქეთი ელიეშვილი. დაიბეჭდა გამომცემლობაში – „My Publishing House / ჩემი გამომცემლობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები