საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ბონდო მაცაბერიძის გარდაცვალების გამო

ცნობილი საბავშვო მწერალი და გამომცემელი ბონდო მაცაბერიძე 65 წლისა გარდაიცვალა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ბონდო მაცაბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს
„ეს სახელი და გვარი პატივისცემით განაწყობს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული საბავშვო მწერლობის წარსული, აწმყო და მომავალი.
ბონდო მაცაბერიძე ამ უმნიშვნელოვანეს დარგს თავდაუზოგავად და გატაცებით ემსახურებოდა. მან დააარსა გამომცემლობა „ბაკმი“, რომელმაც მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები, საბავშვო ენციკლოპედიები, საყმაწვილო მწერლობის კლასიკური ნაწარმოებები…
ქართულ საბავშვო მწერლობას თავად მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შესძინა, რაც არაერთი ჯილდოთი აღინიშნა: დამსახურებულად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო და შიო მღვიმელის სახელობის პრემიები; გამორჩეული აღიარება ხვდა „ბექნა ბიჭის ზღაპრებს“, რომელიც, საბავშვო წიგნის ფესტივალზე, შესაბამის ნომინაციაში, წლის საუკეთესო გამოცემად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ბონდო მაცაბერიძე არაერთხელ იყო ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები