„გაზაფხულის ფერთა გამა“, „ჩვენი გოგო“ და სოფი მაჭავარიანის გამოფენა, სიყვარულის ელფერით…

„ჩემი პატარა გოგო“

თვითნასწავლი მხატვარია. 16 პერსონალური გამოფენის ავტორი, 3 წელია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, საქართველოს მხატვართა ლიგის რი და საქართველო ქალთა საბჭოს წევრი ხართ…  საგანმანათლებლო ცენტრ სამო დამფუძნებელი და დირექტორი.  
27 მაისიდან გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის საგამოფენო სივრცეში საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის და ამავე კოლეჯის სტუდენტის, სოფი მაჭავარიანის პერსონალური გამოფენაგაზაფხულის ფერთა გამა გაიხსნება. გამოიფინება მხატვრის ახალი და გასული წლების ტილოზე, ზეთში და აკრილში შესრულებული ნამუშევრები. – მხატვრისა და მწერლის, სოფი მაჭავარიანის პერსონა.

 

–  27 მაისს თქვენი ახალი გამოფენა იხსნება…
– ვემზადები ძალიან ბევრი ფერით, თითქმის ბოლო რამდენიმე თვე, გაზაფხულის ფერებით, ალბათ სწორედ ამიტომ შეირჩა გამოფენის სახელწოდებაც – „გაზაფხულის ფერთა გამა”… ეს ჩემი რიგით მე-17 პერსონალური გამოფენაა, წინა გამოფენებისგან განსხვავდება –  მასალით, საზოგადოების წინაშე პირველად წარვადგენ აკრილით შესრულებულ ნამუშევრებს. გამოიფინება 15 ნამუშევარი.

„ჩვენი გოგო“

– ყოველ გამოფენას ხომ ახალი სათქმელი მოაქვს…
– ვისაუბრებდი ნახატზე „ჩვენი გოგო“. პატარა გოგოს  ხელში გული უჭირავს და ყვავილებით სავსე მინდორზე დგას სახლის წინ…. ამ გოგოს სიყვარული მოაქვს და სიყვარულთან ერთად – სახლში და გარეთაც – გაზაფხული…
ნახატი „ჩვენი გოგო“ ჩემთვის  ყველაზე ძვირფასი და შეუფასებელია… ნამუშევარი დავხატე ერთი თვით ადრე, სანამ ჩემი გოგონა დაიბადებოდა… 2020 წელს… მან მართლაც მომიტანა სიყვარული და გაზაფხული…
–  გამოვიდა  ახალი მეოთხე  კრებული ყველაფერი შენით იწყება“, რომელიც წელს „საბას“ კონკურსში მონაწილეობს.  2023 წლის დეკემბერში გქონდათ წარდგენაც…
– „ყველაფერი შენით იწყება“ ჩემი ახალი პოეტური კრებული  სახელწოდება სრულად გადმოგვცემს წიგნის შინაარსს. ახალი კრებული „დედობრივ სიყვარულზეა“, ძალიან გულწრფელად და თამამად არის მოთხრობილი დედაშვილობის საოცარ სიყვარულზე.. კიდევ იმაზე, რომ გვახსოვდეს – ყველაფერი შენით იწყება!… ასევე, წიგნში  შეტანილია ჩემი ორი კომპოზიცია, რაც მუსიკის მოყვარულთათვის ალბათ საინტერესო იქნება…
–  ხატვა და პოეზია – ისე გამოდის, რომ ორი მუზის მსახური ხართ. რას იტყოდა მხატვარი სოფი მაჭავარიანი პოეტ სოფი მაჭავარიანზე?
– ვეტყოდი, რომ არასდროს შეიცვალოს, არასდროს დაიღალოს და არასდროს შეწყვიტოს ოცნება… საერთოდ ძალიან ბევრს ვოცნებობ და ეს ძალიან მეხმარება  მიზნების მიღწევაშიც და ასრულებაშიც… ხელოვნებაში უმთავრესია საკუთარი თავის რწმენა… აი, ეს რწმენა არასოდეს დაეკარგოს…
– „თუ ყოველდღე არ იბადები, ესე იგი კვდები“ – თქვენი  დევიზია…  შემოქმედი ახალი ნაწარმოებით მართლაც ახლიდან იბადება…
– შემოქმედისთვის ეს დევიზი უპირობოდ მნიშვნელოვანია, საერთოდ ძალიან ხშირად „ვკვდები“ და ხშირად „ვიბადები“. ეს ორი განზომილებაა სწორედ ის, რაც სიცოცხლის შეგრძნებას მმატებს…
–  საგანმანათლებლო ცენტრ სამო დამფუძნებელი და დირექტორი ხართ…
– საგანმანათლებლო ცენტრი დაარსდა 2014 წელს. სამწუხაროდ, პანდემიამ ძალიან დაგვაშორა ჩვენს მოსწავლეებს, თუმცა ისევ ისე ახალი შემართებით ვემზადებით სექტემბრიდან, ძირითადად ონლაინგაკვეთილებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო და სახვითი ხელოვნების გამოფენებით, სემინარებით და ლექციების ფორმატში.
– რამდენიმე წელია რომან დეტექტივზე მუშაობთ…
– როგორც უკვე იცით და ვფიქრობ, ზაფხულის დიდი ამბებიც სწორედ აქედან დაიწყება…  გამოსაცემად მზადდება ჩემი პირველი დეტექტივი, რომანი, ფსიქოლოგიური ჟანრის წიგნი – „გამყიდველი“… ვგეგმავ არაერთ ღონისძიებას საგანმანათლებლო სფეროში. ვეცდები, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ყოველთვის გავუზიარო მომავალ თაობას, რათა ჩვენი ქვეყანა სავსე იყოს განათლებული და წარმატებული ახალგაზრდებით.
–  სამომავლო გეგმები…
– როგორც უკვე აღვნიშნეთ, 27 მაისს გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში ჩემი მე-17 პერსონალური გამოფენა გაიმართება, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო კოლეჯის ადმინისტრაციას – მხარდაჭერისა და მოტივაციისთვის.

                                                                                                           თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები