“უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა განახლდეს, ამისთვის მზად ვართ” – პუტინი

უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა განახლდეს და საღ აზრზე იყოს დაფუძნებული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მინსკში განაცხადა, სადაც სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

“ცხადია, მოგვიწევს, თუ იქამდე მივალთ – და მე გამოვდივარ იქიდან, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა განახლდეს, არა ულტიმატუმებით, არამედ საღ გონებაზე დაყრდნობით და საღ გონებაზე იყოს დამყარებული. მაგრამ თუ იქამდე მივალთ, ბუნებრივია, უნდა გავიგოთ, ვისთან არის საჭირო და შეიძლება საქმის დაჭერა”, – თქვა მან.

მისივე თქმით, განახლდა საუბრები იმაზე, რომ საჭიროა მოლაპარაკებებთან დაბრუნება.

“დაბრუნდნენ. მაგრამ არა იქიდან გამომდინარე, თუ რა სურს ერთ მხარეს, არამედ იმ შეთანხმებებიდან, რომელიც მიღწეული იყო ბელარუსსა და თურქეთში, დღევანდლიდან გამომდინარე. ამისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები